,,ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ“ – ქარელი

,,ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ“ – ქარელი
“ბოლო შეხვედრა მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც მას ისეთი რიტორიკა, ისეთი საუბარი ჰქონდა, თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო უკვე, ხვდებით ალბათ, რას ვგულისხმობ, ანუ დიდ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო და უბრალოდ პატარა ბიძგი და მთლიანად ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა”, – ამის შესახებ 2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა, ,,ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
“რა თქმა უნდა, თითოეული ქართველის, მათ შორის, ჩემი ოცნებაა, რომ ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო. მაშინ, გულწრფელად გეტყვით, რომ დარწმუნებული ვიყავი ასე იქნებოდა, ძალის დემონსტრირება გამოიწვევდა იმას, რომ უპრობლემოდ ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა, ყოველდღიურად გაუარესებულმა მდგომარეობამ ადგილობრივ მოსახლეობაშიც სერიოზული შიში გააჩინა.
არაერთხელ აღმოჩენილა ადგილობრივი მოსახლეობა მტრის ხახაში, როდესაც ხელისუფლებას მიუტოვებია ყველაზე რთულ პერიოდში. ამ შიშიდან გამომდინარე, იყო პანიკაც, დაძაბულობაც. სხვათა შორის, მახსოვს, რომ გენშტაბის მაშინდელი ხელმძღვანელი, ბატონი იუკურიძე, იმის გამო გადადგა თანამდებობიდან, რომ პოლიტიკური ე.წ. ელიტა უხეშად ერეოდა მის ფუნქციებში და ფაქტობრივად, მართვის პროცესებს ჩამოშორებული იყო. ამ მდგომარეობამ იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ომის წინაშე დაგვაყენა და მოსალოდნელი იყო ფაქტობრივად ფართომასშტაბიანი ომი ჩვენს რეგიონში.
ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ და ფაქტობრივად მან უზრუნველყო, რომ კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია, ჯარების გამოყვანა მომხდარიყო, რომ ნელ-ნელა მდგომარეობის ნორმალიზება და მშვიდობიანი ცხოვრება დაწყებულიყო ჩვენი რეგიონისათვის. ბატონ ზურაბ ჟვანიას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მან უდიდეს უბედურებას გადაარჩინა საქართველო მაშინ, რადგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მტრის ძალები უკვე მობილიზებას ახდენდა კავკასიონის იქით მხარეს, იმიერკავკასიაში. ფაქტობრივად, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით საქართველო კიდევ გადაურჩა დიდ უბედურებას, იმას, რაც 2008 წელს დაგვატყდა თავს”, – განაცხადა წულუკინის კომისიაზე მიხეილ ქარელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა