“ის, რაც საქართველოში ხდება, ეს დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანი შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევება და საფრთხის შექმნაა ამბიციური პროექტებისთვის” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს:
ის, რაც საქართველოში ხდება, უფრო დიდი გეგმის ნაწილია, რომელის მოსკოვის მიერ არის ორკესტრირებული და რომლის მიზანიაა, შავ ზღვაზე, კავკასიის რეგიონზე და ცენტრალურ აზიაზე კონტროლის დამყარება. რუსეთი აფხაზეთში საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. იქ აშენებს საზღვაო სამხედრო ბაზას, რაც რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალას კიდევ უფრო ზრდის. ასევე, ყირიმის მილიტარიზაცია, ოდესაზე გაძლიერებული თავდასხმები, ეს არის უფრო დიდი სტრატეგიის მიზანი, რომელიც არის შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევება და საფრთხის შექმნა ამბიციური პროექტებისთვის. ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საქართველო კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის. ეს დაამტკიცებს იმას, რომ რუსეთს აღარ სჭირდება სამხედრო თავდასხმა და შეჭრა საკუთარი მიზნების მისაღწევად. არამედ, ბევრად უფრო იაფად შეუძლიათ, ჰიბრიდული ომი აწარმოონ. ის ახლა ახალ მეთოდებს საქართველოში ცდის. ჩვენი მცდელობა რომ შექმნათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩაშლილია და ამ პროექტში ჩინეთი ხდება წამყვანი. ამ ყველაფრის შედეგები, შეძლება შეუქცევადი გახდეს. ძლიერდება ირანის ინტერესებიც. მათ სურთ, რომ კავკასია მოწყვიტონ დასავლეთს. ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
