ის, რაც “ოცნებამ” დაიწყო ყველა სექტორისთვის ძალიან ცუდად დასრულდება… არ ღირს ეს „ბესპრედელი“ – ლევან ყარალაშვილი

„ის, რაც დაიწყო [ოცნების] ხელისუფლებამ, ყველა სექტორისთვის ძალიან ცუდად დასრულდება… არ ღირს ეს „ბესპრედელი“ – განაცხადა “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა BMGTV-ზე, გიორგი ისაკაძის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში”.
მისივე ცნობით, ის დაკავებული ადამიანები, რომლებიც უდანაშაულოები არიან, სახელმწიფომ მტრად შეიძინა, ამასთან მათი ოჯახები და ის ადამიანები, ვინც მათ გულშემატკივრობენ.
„ის 400-500 ადამიანი, რომლებიც არიან დაშავებული, დაკავებული ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე, განათლებული პიროვნებები არიან და ამ რეჟიმმა 500 მტერი შეიძინა. ამას დაამატე ამ ადამიანების ოჯახები და ის ადამიანები, რომლებიც ამას უყურებდნენ და მათ გულშემატკივრობდნენ. არ ღირს ეს „ბესპრედელი“, რომ გადაიზარდოს მიუქცევად პროცესში. უბრალოდ ქვეყანა დაგვრჩება ოხრად და ეს უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა ყარალაშვილმა.