„ის რაც მიყვარს საქართველოში, ქართველი ხალხია“ – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე საუბრობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია ბაძიონა.
„ტურიზმის მსოფლიო დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქმე ეხება ტურიზმსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წლის თემატიკა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემატიკაა – ტურიზმი და მშვიდობა. ყველაზე ჰუმანური ეკონომიკური სექტორი კაცობრიობამ შეიძლება შეინარჩუნოს ურთიერთგაგების, ინვესტიციების, ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის გზით და რა თქმა უნდა, სოციალური მდგრადობის დამსახურებით. ის რაც მე მიყვარს საქართველოში, ქართველი ხალხია. აქ ხალხი სავსეა ენერგიით, მათ უყვართ ბედნიერების განცდა, შეკრება და ჩვენი გაოცება“,-აცხადებს დირექტორი ნატალია ბაძიონა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ეკონომიკური წარმატების შესახებ საუბრობს.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მშპ 5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2022 წლიდან ქვეყანაში არის ზრდა და ისტორიული საინვესტიციო ნაკადების შემოდინება. ყველაფერი, რასაც საქართველო ამის შესანარჩუნებლად აკეთებს, მართლაც ჭკვიანურად და სწორად გათვლილია. მისი მომავალი ეფუძნება ტრადიციას, რომელიც საბოლო ჯამში, ამ მიწის უნიკალურობაა“,-განაცხადა ნატალია ბაძიონამ.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ