გავხსენით გზა თეირანისაკენ. ძალიან მალე დაინახავთ ისრაელის თვითმფრინავებს, ისრაელის საჰაერო ძალებს, ჩვენს პილოტებს, ირანის დედაქალაქის ცაზე, განვახორციელებთ იერიშს ყველა იმ ობიექტსა და სამიზნეზე, რომელიც ეკუთვნის აიათოლას რეჟიმს, ის, რაც მათ ამ დღეებში განიცადეს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც სამომავლოდაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელის ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის “მკაფიო მხარდაჭერა” აქვს.
“გავხსენით გზა თეირანისაკენ. ძალიან მალე დაინახავთ ისრაელის თვითმფრინავებს, ისრაელის საჰაერო ძალებს, ჩვენს პილოტებს, ირანის დედაქალაქის ცაზე. განვახორციელებთ იერიშს ყველა იმ ობიექტსა და სამიზნეზე, რომელიც ეკუთვნის აიათოლას რეჟიმს, ის, რაც მათ ამ დღეებში განიცადეს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც სამომავლოდაა მოსალოდნელი.
არსებობს ბალისტიკური რაკეტებისგან მასშტაბური საფრთხე. ვხედავთ, თუ რა ხდება ყოველი ასეთი რაკეტის დაცემისას, ირანის ბირთვული იარაღი განკუთვნილი იყო ისრაელის გასანადგურებლად. ჩვენ მივაყენეთ მძიმე დარტყმა ირანის ურანის გამამდიდრებელს ობიექტებს. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენი არსებობისთვის ბრძოლის გზაზე. ვიბრძოლებთ, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. გეტყვით, რა მოხდებოდა ჩვენ რომ არ გვემოქმედა. ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს არაკეთილსინდისიერი რეჟიმი მათი მარიონეტი რეჟიმებისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავდა. ეს მთელ მსოფლიოს შეუქმნიდა საფრთხეს.
ისრაელის ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის “მკაფიო მხარდაჭერა” აქვს. ჩვენი მტერი თქვენი მტერია. საქმე გვაქვს რაღაცასთან, რაც ადრე თუ გვიან ყველას შეგვიქმნის საფრთხეს. ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვება იქნება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
