ის, რაც დასავლეთში დემოკრატიის საზომად და ობიექტურობის მაღალ სტანდარტად არის მიღებული, ვენესუელაში დიქტატურაა – დასავლეთის ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითი

ის, რაც დასავლეთში დემოკრატიის საზომად და ობიექტურობის მაღალ სტანდარტად არის მიღებული, ვენესუელაში დიქტატურაა – დასავლეთის ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მისი თქმით, ვენესუელაში ამოქმედდა ის სცენარი, რაც საქართველოში არჩევნების შემდეგ უნდა დაწყებულიყო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნებიდან 2 დღეში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, მტკიცებულებების გარეშე არასერიოზულია. მისი თქმით, ს განცხადება მიუთითებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ისევ აღქმებზე დაყრდნობით მოქმედებს.
„ვენესუელაში არჩევნების შემდეგ საქართველოში განსახორციელებელი სცენარი ამოქმედდა. ჩვენთვის საინტერესოა ვენესუელაში 28 ივლისს, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები. ეროვნული საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა მადურომ გაიმარჯვა, შედეგების გამოცხადებას ოპოზიციის პროტესტი, არეულობა და რამდენიმე დემონსტრანტის დაღუპვა მოჰყვა(გარდაცვლილია 11 ადამიანი). პარალელურად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს (არჩევნებიდან 2 დღეში), რაც დროის ფაქტორის გათვალისწინებით, არასერიოზული მიდგომაა.
მათი განცხადებით, არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა რამდენიმე მძიმე დარღვევას, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე და საპრეზიდენტო რბოლაში არა მადურომ, არამედ ოპოზიციის ლიდერმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. საინტერესოა კიდევ ერთი ასპექტი, შედეგების არ მცნობი ადამიანები აპელირებენ, რომ ეროვნულ საარჩევნო საბჭოს მმართველი გუნდი აკონტროლებს, ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ საფრანგეთში არჩევნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს…. ის, რაც დასავლეთში დემოკრატიის საზომად და ობიექტურობის მაღალ სტანდარტად არის მიღებული, ვენესუელაში დიქტატურაა…. დასავლეთის ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითი..
გუშინ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი გამოაცხადა და მადუროს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ მოუწოდა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ოპოზიციის გამარჯვების „უამრავი მტკიცებულება“ აქვთ, მაგრამ საზოგადოებას მტკიცებულებები ვერ წარუდგინა, რაც მიანიშნებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ აღქმებით მოქმედებს.
ვენესუელაში ამ წუთებშიც გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც პოლიცია ვეღარ აკონტროლებს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ