,,ის, რაც გუშინ სომხეთთან საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა…” – როინ ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილი ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ის, რაც გუშინ სომხეთთან საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა ცოცხალ საფეხბურთო ცხოვრებას ახლავს ასეთი მომენტები და ეს მღელვარე ემოციები, ზოგჯერ ცუდად სანახავიც, მატჩის დასრულებისთანავე წარსულს ბარდება და მომენტალურად ქრება. ასეა, ფეხბურთში.
ამიტომ, ამ ფაქტის ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე განზოგადება, მისი პოლიტიკურად დღის წესრიგად ქცევა, ორი მეგობარი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობის ამ სიბრტყეში განხილვა და საზოგადოების დაყოფა ამ საკითხშიც, მიმაჩნია არასწორად.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ამ გამარჯვებას!“

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – დებატებისადმი მზაობა დაანონსდა და რა წინაპირობა ვნახეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან გარდა იმისა, რომ სასამართლოს დარბაზებში გაგრძელდა უგვანობა? – განცხადება იყო თვალთმაქცური ოპტიკის შექმნა, როგორც შინ, ასევე, გარეთ

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი – საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს