“ის რაც ახლა იგეგმება, ახალგაზრდებისთვის ინიციატივის წართმევის მცდელობაა” – ჭიჭინაძე

“ოპოზიციური ერთიანობისთვის რომ არ ეღალატათ, ხალხის არჩევანი არ გაეყიდათ და ამით ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაცია არ მიეცათ, ამდენი სიბოროტე ნამდვილად არ მოხდებოდა! და ახლა რა ქარტიებზე აწერენ ხელს?! არ არის ის ქალი, ვინც ამ არაერთგზის გაყიდულ და აქეთ-იქით მოხტუნავე პოლიტიკოსებს მაშინაც თავისთან ეპატიჟებოდა, ოღონდ მაშინ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად?! მართალია მაშინ ქარტია არა, ხალხის ინტერესების დაცვა დაარქვეს, თუმცა ერთობაც წარმატებით დაშალეს, ხალხის არჩევანიც დაივიწყეს და პარლამენტში შელაგდნენ. საბოლოო ჯამში კი, საერთოდ კონსტიტუციური წესიდან გაიყვანს ქვეყანა. მოკლედ, ის რაც ახლა იგეგმება, მხოლოდ ახალგაზრდებისთვის ინიციატივის წართმევის მცდელობაა. იმ თავისუფალი ახალგაზრდებისთვის, თავის თავს თვითონ რომ პატრონობენ და ამ პოლიტიკოსების დიდ ნაწილს სცენაზე ასვლის უფლებას აღარ აძლევენ. ყველაზე სამართლიანი რამ კი ნამდვილად მოხდა. მონა პოლიტიკოსები დასანქცირდნენ! მაგრამ მონა ბიზნესმენებიც თუ არ დასანქცირდებიან, არაფერი შეიცვლება, რადგან ბიზნესმენიც პოლიტიკური თანამდებობაა ჩვენში.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი