ის “ნაპოლიში” ოსიმენს შეცვლის – მანამ თავდამსხმელი პრემიერლიგაში მოძებნა

RAI-ს სატრანსფერო ექპერტი ჩირო ვენერატო იტყობინება, რომ “ნაპოლიმ” ზაფხულში შესაძენად თავდამსხმელი შეარჩია.
21-ე არხზე გამოსვლისას ვენერატომ განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბი ჯაკომო რასპადორის და ჯოვანი სიმეონეს გაასხვისებს, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერიდან მიღებული 75 მილიონი ევროთი კი შემადგენლობას გააძლიერებს – კერძოდ დაცვასა და თავდასხმას.
ვენერატოს მტკიცებით, “ნაპოლი” “ასტონ ვილას” 21 წლის ფორვარდის ჯონ დურანით (სიმაღლე 185 სმ) დაინტერესდა, რომლის თამაში კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს და მწვრთნელს ანტონიო კონტეს ძალიან მოსწონთ და სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ უკვე დაიწყო კოლუმბიელის შესაძენად მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში