“ის “ნაპოლის” ყველაზე დიდი პრობლემაა” – ანტონიო კასანო

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Viva el Futbol-თან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
“რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, “პარტენოპეის” მთავარი პრობლემა რომელუ ლუკაკუა.
“ნაპოლის” რეალური პრობლემა რომელუ ლუკაკუა. გასაგებია, რომ შესაძლოა, ამ სეზონში 15 გოლზე მეტი გაიტანოს, მაგრამ ძველი რომელუსგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას ვხედავთ.
მახსოვს, კონტეს “ინტერში”, ლუკაკუს შეჩერება მცველებისთვის ურთულესი საქმე იყო, დღეს კი ასე აღარ არის”, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, ბელგიელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში თავი 6 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში