“ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ” – ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია

“ალ იტიჰადის” ფორვარდმა კარიმ ბენზემამ L’Equipe-თან ინტერვიუში პსჟ-ს შემტევი, უსმან დემბელე შეაქო და განაცხადა, რომ მასზე საკმარისად არ საუბრობენ.
“ჩვენ ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელმაც “ოქროს ბურთი” მოიგო და არ ვფიქრობ, რომ მასზე საკმარისად ლაპარაკობენ. რაც უსმანმა პსჟ-ში გააკეთა, უპრეცედენტოა. ვფიქრობ, საკმარისად არ ვაფასებთ, მაგრამ უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
დემბელეს კარიერის განმავლობაში არაერთი ტრავმა ჰქონდა. როცა “ბარსელონაში” თამაშობდა, არ იყო იმ კატეგორიის ფეხბურთელი, რომელსაც “ოქროს ბურთის” მოგებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მან საპირისპირო დაამტკიცა. სწორედ ესაა მიზეზი რატომაც დემბელე მომწონს”, – განაცხადა ბენზემამ.
შეგახსენებთ, ამავე გამოცემასთან ინტერვიუში ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნების სურვილიც დააფიქსირა: “თუ ნაკრებში მიმიწვევენ, მე დავთანხმდები. ვის არ უნდა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში? ამის სურვილი ყველას აქვს. რომ გითხრათ არ მინდა-თქო, მატყუარა ვიქნები“, – უთხრა ბენზემამ L’Equipe-ს.
· მალხაზ ჯობავა არ ყოფილიყო კვარაცხელი მანდ და ნახავდით რა ოქროს ბურთს მიიღებდა შენი ნაქები დემბელე! ყველა ვხედავთ მაგ ბურთის მერე რისი გამკეთებელია, ხან ტრავმა, ხან გრიპი და ხნ კიდე მესიაჩნიკი რა.
[PHOTO] ბიჭები გაბრაზდნენ და სტადიონის ცენტრალური ტრიბუნა დაწვეს
[VIDEO] ბარკოლამ პსჟ-ს ფანი ჭკუიდან გადაიყვანა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან – დემბელესა და მარკინიოსს “ლევერკუზენთან” თამაში შეეძლებათ
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? – ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ ისევ დარჩა დემბელეს გარეშე?
ბენზემა: “რეალიდან” წასვლის გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე
ბენზემამ “რეალში” დაბრუნება არ გამორიცხა – ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
“პირველი იყო, ვინც “ოქროს ბურთის” მოგება მომილოცა” – უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
პსჟ მძიმე სიტუაციაშია – კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი – “ალ ნასრმა” ბენზემას “ალ იტიჰადი” დაამარცხა
ბენზემამ რონალდო GOAT-ად არ მიიჩნია და თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
სკანდალი მწიფდება. დემბელემ ხელფასის მომატება მოისურვა – კლუბი მისი მოთხოვნით უკმაყოფილოა
კარგი ამბავი პსჟ-ისთვის – დემბელეს დაბრუნების თარიღი ცნობილია
“ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება” – პეპ გვარდიოლა “რეალთან” გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] ბარკოლამ პსჟ-ს ფანი ჭკუიდან გადაიყვანა