“ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!” – უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის “დინამოში” გადაყვანა

“ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!” – უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის “დინამოში” გადაყვანა
უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა საკუთარ Youtube არხზე საუბარში გაიხსენა, თუ როგორ გადავიდა კარიერის საწყის ეტაპზე თბილისის “დინამოდან” კიევის “დინამოში”.
ირკვევა, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად თბილისის მერმა კიეველთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ვალერი ლობანოვსკის მოწონება 1997 წლის 10 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ დაიმსახურა, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიას სახლში დაუპირისპირდა და სენსაცილურად ნულოვანი ფრე ითამაშა. იმ მატჩში კალაძე მე-13 წუთზე მოედანზე კახა ცხადაძის მაგივრად გამოჩნდა.
“ლობანოვსკი ეძებდა ფეხბურთელს, რომელიც ალექსანდრ გოლოვკოს რეზერვი იქნებოდა. ამ პერიოდში საქართველო
სასწაულებრივად დაუზავდა იტალიას და კალაძე პირადად იყო პასუხისმგებელი კრისტიან ვიერის შეჩერებაზე, რომელიც უბრალოდ “შეჭამა”.
ლობანოვსკიმ კი მის დანახვაზე თქვა: “ის, ჩვენ სხვა არავინ გვჭირდება”, – იხსენებს ციგანიკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში