“ქართულ ტელე სივრცეში დებატები რომ მოკვდა, ვიცით. ერთი, ვახო ხუზმიაშვილთან თუ შეხვდები შედარებით “ლაით”-ორი ადამიანის დებატებს.
აი, დისკუსია ან პოლემიკა რატომაა შეუძლებელი იმ არხებზე, რასაც საზოგადოების უმრავლესობა ვუყურებთ, არ ვიცი!!! არიან, ჟურნალისტები, ვინც ჩემი აზრით, ამას შეძლებს. საზეიმო-საახალწლო კონცერტები რომ საზეიმო უნდა იყოს და სახალისო-საცეკვაო, ქუჩაში, ყინვაში გამოსული ხალხისთვის, და არა საოპერო-კამერული, ეს ჩვენ ვიცით, ორგანიზატორებმა-არა! ბოლო-ბოლო, ის მაინც გენახათ, რა სიმღერებზე ცეკვავს ხალხი რესტორნებში, თუ “შინევროპული” შთაგონების წყარო დაგიშრათ, ბოლომდე?!
კარგიც მინდა აღვნიშნო: პოს.ტვ-ზე გასული სერია-” ლიბერალიზმის ანატომია”, რომელსაც ბრწყინვალედ აკეთებს და უძღვება მაღალი კლასის პროფესიონალი ჟურნალისტი- გიორგი ახვლედიანი. ეს ნამდვილად უნდა ვიცოდეთ! სამწუხაროდ, ამ ფილმების შიგთავსი რეალობაა და არ უნდა გამოგვეპაროს, რომ ვიფხიზლოთ!” – წერს სოციალურ ქსელში სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი.