“ის (კანონი) ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსს და ემუქრება საქართველოს ევროინტეგრაციას” – აუსტრევიჩუსი

სტრასბურგში პარტია “ახალის” თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი იმართება, სადაც საუბრის მთავარი თემა რუსული კანონია. ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა კონფერენციის დასაწყისში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ინიცირებული კანონპროექტი ევროპულ განვითარებას ეწინააღმდეგება:
“საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით, საქართველო გაიმეორებს ევროპულ პრაქტიკას, მაგრამ ეს არ არის მართალი. ესენი ცდილობენ ამით გააკონტროლონ არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს არ არის ნამდვილად ევროპული პრაქტიკა, ეს არ არის ევროპული განვითარების გზა. ის ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსს და ემუქრება საქართველოს ევროინტეგრაციას” განაცხადა აუსტევიჩუსმა. [სინქრონული თარგმანი]

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დიდი იმედი მაქვს, ილია მეორე ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ერთობას, რომელიც დღეს შედგა, რომელიც ბევრს არ მოსწონს და არ უნდა, შევინარჩუნებთ – არ მქონდა არანაირი საშვი, მაგრამ ვიყავი სიონის წინ და ამითაც ბედნიერი ვარ