“ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია” – სანიოლის პრესკონფერნცია

ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის 4:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. გარედან ყველაფერი არ ჩანს… ამ გუნდის ყოველთვის მჯეროდა. ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და გუნდურობის მნიშვნელობა გაიაზრეს. მნიშვნელოვანი იყო, ევროპორველობის შემდეგ როგორ დავბრუნდებოდით და რაც დღეს ვნახე, ეს სასიხარულო იყო, ვულოცავ ჩემ გუნდს!
ზოგიერთი ცვლილება დაგეგმილი იყო, მაგალითად, კიტეიშვილს ამ ეტაპზე 90 წუთით თამაში არ შეეძლო. შეცვლა ჩაკვეტაძემაც მთხოვა. აი, კაკაბაძის გაყვანა წინასწარ დადეგმილი არ ყოფილა. რაც შეეხება კვარაცხელიას დასვენებას, მან კარგად
იცის, ძალები როგორ გადაანაწილოს.
საწყის წუთებში შეტევაში არ გვითამაშია, შემდეგ შემტევ ფეხბურთელებს ვთხოვე, წინ დარჩენილიყვნენ და მეტი სივრცე შეექმნათ. კიტეიშვილი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია, მას უდიდეს კლუბებში თამაში შეუძლია. საკუთარ როლს იდეალურად ასრულებს და მოხარული ვარ, ის რომ ჩემს გუნდშია.
რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა. დღეს იდეალურად ვითანაშეთ, მაგრამ მარცხიც იქნება. მთავარია, როგორ ვითამაშებთ. ხვალიდან ახალ ამოცანაზე ვიმუშავებთ – ალბანეთში უნდა ვითამაშოთ.
ახალწვეულების ასეთ მშვიდ მატჩში შესვლა მნიშვნელოვანია, რათა გამოცდილება შეიძინონ”.
ვილი ხომ ვითომ უსახელო ნოუნეიმია მაგრამ თამამად ვიტყვი საკმაოდ გამჭრიახი/განსწავლული მწვრთნელია ის ჩვენი წარმატების მთავარი შემოქმედია. კი პატარპატარა შეცდომებით მაგრამ არ ჯიუტდება ზოგი ერთი მწვრტნელისაგან განსხვავებით საკუთარ შეცდომებში და ყოველთვის უმალ ეძებს გამოსავალს სხვა ვარიაციით. უკვე ძლიერი გუნდების მკაცრი პრესინგიდანაც ვსწავლობთ ნელ ნელა უშიშრად და შედეგიანად ამოსვლას, კიტეს სიდიადე გუნდისთვის აქ ჩანს ყველაზე მეტად. კი შეიძლება ხშირად კრემონეზეს ზამენაზეა მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროზე საჭირო კაცია ყველანაირად ლოჩოშვილი მარცხენა ლატერალად ესეც სანიოლის მიგნება და პლიუსი. საერთოდ ყველა კარგი იყო. გავრისკავ და ვიტყვი ქოჩორა-ჩაკვე-კიტეს ცენტრალურმა ხაზმა გარდატეხა და გახადა საქართველო ასეთი ძლიერი,
მაგრამ დღეს დავრწმუნდი საბოლოოდ რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიტეიშვილზე უფრო “გარდამტეხის შემტანი” [difference maker] ფეხბურთელი არ გვყოლია არავინ. ჩაკვე, კვარა, მამარდა, ქინქლაძე, არველაძე. უფრო ძლიერი ფეხბურთელები არიან შეიძლება მაგრამ კიტეს დამატება რო ცვლის ნაკრებს ეგრე სხვა ვერცერთის. მაქსიმუმ ქეცბაზე შეიძლება თქვა მარა ისიც გუნდის თამაშს არ ცვლიდა იმდენად უფრო თვითონ აწვებოდა რქებით. და რაც მთავარია ესეთ ათლეტურ ჩეხეთთან ფიზიკურად არათუ დავიჩაგრეთ არამედ ვაჯობეთ ეს ბევრ დადებითზე მეტყველებს ასეთი ლეველის ნაკრებებს ბევრს დავდებთ ბეჭებზე ამ შემადგენლობა/ტაქტიკით.