იტალიელმა ჟურნალისტმა ენრიკო ვარიალემ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი შეაქო. მოგეხსენებათ, “გალათასარაი” “ნაპოლისთან” ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს ამ დრომდე აწარმოებს, თავად ნიგერიელმა თურქულ კლუბში დაბრუნებაზე თანხმობა უკვე განაცხადა, მაგრამ “გალა” პარტენოპეის” სატრანსფერო ფასის, 75 მილიონის გადახდის სტრუქტურაზე ვერ უთანხმდება.
აურელიო დე ლაურენტისს 75 მილიონის მიღება ახლავე სურს, რაც “გალათასარაისთვის” მიუღებელია და იტალიელს თანხის განაწილებას სთხოვს.
“75 მილიონი მას ახლავე სურს, აურელიო უკან არც ერთი ნაბიჯით არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ, “იუვენტუსი” ვლაჰოვიჩთან დაკავშირებით გამოსავალს ვერ პოულობს, “ინტერი” ლაუტარო მარტინესისა და ჰაქან ჩალჰანოღლუს კონფლიქტის მოგვარებით არის დაკავებული, “მილანი” კი “ბრიუგესგან” თავს მოტყუებულად გრძნობს”, – დაწერა ვარიალემ პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, ოსიმენმა რამდენიმე დღის წინ კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელებაზე უარი განაცხადა, ნიგერიელს თამაში მხოლოდ “გალათასარაიში” სურს.
[VIDEO] მესის ულამაზესი ჯარიმა – მაიამის “ინტერმა” არგენტინელის დუბლით გაიმარჯვა
“რეალი” და “ინტერი” არ ვეგონოთ – პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ – “ჩელსის” ფეხბურთელები იქადნებიან
[VIDEO] “ეს ვინ თქვა?!” – მარესკა ფინალის წინ პსჟ-ისთან მატჩთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
მიზეზი ფულია – თურქი ჟურნალისტი ოსიმენის “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
“გავყიდდი თუ არა “ნაპოლის” 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?” – აურელიო დე ლაურენტისი
“ნაპოლი” ოსიმენს ემუდარება – ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
ოსიმენი “განვადებით” – ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
დარვინი “ნაპოლის” უახლოვდება – ნუნუესი სავარაუდოდ, “პარტენოპეის” ფორვარდი გახდება
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ანტონიო კონტემ “ნაპოლიში” დარჩენის მიზეზი განმარტა
