ის არის, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ, პრეზიდენტ ს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
მდინარაძის თქმით, როდესაც ობიექტურობის ოდნავი სურვილი გაქვს, ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ მოვლენებზე ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, თუმცა, ზურაბიშვილს, სიტყვით გამოსვლისას, არც ერთ დადებით მაჩვენებელზე არ უსაუბრია.
“ხაზგასმით ვამბობ, როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი იმისა, რომ ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც კარგი ხდება, როდესაც ამას ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები გეუბნებიან, აბსოლუტურად ყველა სფეროსთან მიმართებით. გახსოვთ, წინა დღეებში, კვირებში, თვეებში გამოქვეყნებული უამრავი კვლევა და ანგარიში ასეთი ორგანიზაციების. არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ გაუხმოვანებია [სალომე ზურაბიშვილს] არც ერთი მესიჯი – ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი.”– აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა

მშვიდობის შენარჩუნება, სათანადო პოლიტიკა და ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს, გაერთიანებულ საამიროებში, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულიყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია

ჩვენი დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის დამსახურებაა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობისა და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე