“ლივერპულმა“ გადაწყვიტა, რომ დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20 ნომერი ხმარებიდან ამოეღო. ეს მერსესაიდული გუნდის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელის ნომერი გააუქმეს. გადაწყვეტილება შეეხება როგორც „ლივერპულის“ მთავარ, ასევე ახალგაზრდულ და ქალთა გუნდებსაც.
პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ფორვარდი თავის ძმასთან, ანდრე სილვასთან ერთად ავტომანქანით ღამით სტანდარდის ნავსადგურში მიდიოდა, როდესაც ბორბალი გასკდა, მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და მას ცეცხლი წაეკიდა. ორივე ძმა ადგილზე დაიღუპა.
„ეს პირველი შემთხვევაა „ლივერპულის“ ისტორიაში, როდესაც ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს ასეთი პატივი მიენიჭა. ჩვენ სამაგალითო ადამიანს უნიკალური სახსოვარი გავუკეთეთ. ნომრის ამოღებით ისიც და ჟოტაც უკვდავყოფილნი არიან, შესაბამისად, ის არასდროს დაგვავიწყდება.
დიეგო ჩვენთან 2020 წელს მოვიდა, „ლივერპულისთვის“ მე-20 პრემიერ ლიგა მოიგო. სიამაყითა და ერთგულებით ატარა თავისი 20-ნომრიანი მაისური და საბოლოოდ, ჩვენს გულებშიც, ჟოტასთან ერთად, 20 ნომერი სამუდამოდ დარჩება.“ – აცხადებს ლივერპული მფლობელი კომპანიის, FSG-ის სპორტული ოპერაციების დირექტორი მაიკლ ედვარდსი.
შეგახსენებთ, რომ ჟოტამ, პრემიერ ლიგასთან ერთად, პორტუგალიის ნაკრებში ერთა ლიგის ტიტულიც მოიგო, გარდაცვალებამდე ხუთიოდე დღით ადრე კი თავის მეუღლეზე, რუტ კარდოსოზე ოფიციალურად დაქორწინდა…
“ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ” – იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
მადრიდის “ატლეტიკო” პორტუგალიის ჩემპიონატიდან 19 წლის ფეხბურთელს დაიმატებს
“ლივერპულის” დამაჯერებელი გამარჯვება და სალაჰის რეკორდი [VIDEO]
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? – ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
[VIDEO] როცა სიტყვები ზედმეტია – რუბენ ნევეშისა და ჟოაო კანსელოს რეაქცია ჟოტასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს
“ლივერპულის” დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ
“ლივერპულმა” ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
“ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი” – რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა
