ის ადამიანები, ვინც რამდენიმე თვის წინ აღფრთოვანებული იყვნენ ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდებით, დღეს ამბობენ, რომ ამერიკაში მოვიდა რუსეთუმე და „ქოცური“ რეჟიმი

ის ადამიანები, ვინც რამდენიმე თვის წინ აღფრთოვანებული იყვნენ ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდებით, დღეს ამბობენ, რომ ამერიკაში მოვიდა რუსეთუმე და „ქოცური“ რეჟიმი
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია გადაცემაში „იმედი LIVE“, ამერიკის საელჩოს მიერ რამედნიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ე.წ. ქარდებს იხსენებს და ამბობს, რომ ის ხალხი, ვინც ამ ქარდებს მხარდაჭერად აღიქვამდა -ის მხრიდან, ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთუმეს უწოდებს.
„ჩვენ გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ საქართველოში ამერიკის საელჩოს facebook გვერდი იყო მთავარი „ტრენდსეტერი“ ამ ლიბერალური „ბაბლებისთვის“. როდესაც იმ აბსურდული ქარდებით მიმოწერასა და კომუნიკაციაზე გადავიდნენ ხელისუფლებასთან, „ეს უკვე ზედმეტია“ და ასე შემდეგ, ამაზე როგორი აღფრთოვანება იყო, რომ „ჩვენ მხარეს არიან, მხარს გვიჭერს, ბაიდენი გვერდში გვიდგას“ და იყო დამუნათება, „აბა ამის მერე რას იტყვით“. ახლა იგივე ადამიანები ამბობენ, რომ ამერიკაში მოვიდა რუსეთუმე და „ქოცური“ რეჟიმი. ტრამპი ახლა მთელ ევროპაში ეძებს დასაყრდენს და პარტნიორებს. ჰყავს მთავარი პარტნიორი ორბანის სახით, ორბანი აგრეთვე არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და დასაყრდენი ამ მომენტის ევროპაში, რაც აძლიერებს ჩვენ პოზიციას“, – აღნიშნა ბაჩო ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას