საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახალ პროექტს ახორციელებს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში AI სტიპენდია ქალებისთვის შეიქმნა.
პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი (AI) და აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში. ასევე, აქვს სურვილი, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დაეუფლონ ახალ პროფესიას.
რაც შეეხება ბანკის პარტნიორი აკადემიებს და კურსებს, რომლებსაც ისინი ხელოვნური ინტელექტის შესასწავლად სთავაზობენ ქალებს, სია ასე გამოიყურება:
TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION
- ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
- AI Agents & Automations
- AI ბიზნესის განვითარებაში
Academy of Digital Industry
- ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი
- AI ChatBots
Smart Academy
- ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში
Skillwill
- ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის
ScaleUp
- ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
AgileSchool
- AI Automation
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.
აპლიკაციების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება.
საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია




