ფიბა-ს ქართველმა მსაჯებმა და კომისარმა ოქტომბრის პირველი ნახევრის საერთაშორისო მატჩები მოილიეს, თუმცა მეორე ნახევარშიც არანაკლებ დაკავებულები იქნებიან. ფიბა ევროპის შესაბამისმა დეპარტამენტმა თავის ტურნირებზე მსაჯები და კომისრები გაანაწილა და საქართველოს წარმომადგენლებს შემდეგი მატჩები ერგოთ:
კირილე თვაური იმსაჯებს ისტორიაში პირველ აზერბაიჯანულ დერბის ევროტურნირზე: ბაქოს 2 გუნდი – აბშერონი და ნეფჩი ერთმანეთს აზერბაიჯანის დედაქალაქში – ფიბა ევროპის თასის ეგიდით შეხვდება. აზერული დერბის გარდა თვაური 22 ოქტომბერს იმსაჯებს ესტონეთში – ტარტუსა და პორტუგალიური პორტუს მატჩს ფიბა ევროპის თასზე.
მიხეილ ვართანოვს ერთი კვირის ინტერვალში ჯერ თურქეთში, შემდეგ კი კვიპროსში მოუწევს მუშაობა. სტამბოლში 22 ოქტომბერს ქალთა ევროლიგაში ფენერბაჰჩე ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს, ხოლო 29 ოქტომბერს აეკ-ი ლარნაკაში რუმინულ ბრაშოვს დაუხვდება.
რაც შეეხება ფიბა-ს ერთადერთ ქართველ კომისარს, მერაბ რატიშვილს, ის 30 ოქტომბერს, სტამბოლში, ქალთა ევროპის თასზე ბეშიქთაშისა და პოლონური გორჟოვის მატჩს მოემსახურება.
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
22 ოქტომბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – ოლიმპიაკოსი (პირეოსი, საბერძნეთი)
29 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ლარნაკა (კვიპროსი)
აეკ (ლარნაკა, კვიპროსი) – ბრაშოვი (რუმინეთი)
კირილე თვაური (მსაჯი)
22 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ტარტუ (ესტონეთი)
ტარტუ (ესტონეთი) – პორტუ (პორტუგალია)
29 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ბაქო (აზერბაიჯანი)
აბშერონი (ბაქო, აზერბაიჯანი)- ნეფთჩი (ბაქო, აზერბაიჯანი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
30 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)
ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – გორჟოვი (პოლონეთი)
GBF.GE
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | “ქუთაისმა” ფიბა ევროპის თასი ჩეხურ “ბრნოსთან” მარცხით გახსნა
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში – თსუ-მ “ქუთაისი” მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ოთხივე ქართველი ფიბა-ს მატჩებზე | შალამბერიძის საკლუბო დებიუტი რუმინეთში შედგება
ქართველი მსაჯებისა და კომისრისთვის ევროსეზონი აქტიურად იწყება
რატიშვილის ქალთა ევროლიგა სტამბოლში
რატიშვილი ფიბა ევროპის თასის ნახევარფინალს სალონიკში უკომისრებს
ქართველი მსაჯები და კომისარი ქალთა ევროპის თასის მატჩებზე
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
კირილე თვაურის 2 მატჩი 4 დღეში | ქართველი არბიტრი ფიბა-ს დატვირთა
ქართველი მსაჯებისა და კომისრის პირველი დანიშვნები 2025 წელს
კირილე თვაური 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალს მოემსახურება
“ქუთაისი” ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე
ვართანოვი “პანათინაიკოსის”, თვაური კი “გალათასარაის” მატჩს მოემსახურება
მიხეილ ვართანოვი 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს მოემსახურება
მერაბ რატიშვილი საბერძნეთის სანაკრებო მატჩზე | თვაური ბაქოში იმსაჯებს
კირილე თვაური ბურსაში იმსაჯებს
რატიშვილი ტუზლაში გაასამებს
