ისტორიული შედეგი და “დენვერის” მორიგი გამარჯვება [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “დენვერ ნაგეტსმა” “ბრუკლინ ნეტსს” უმასპინძლა და 124:105 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა და რასელ უესტბრუქმა სამმაგი დუბლები დააფიქსირეს, რითაც ისტორიაში შევიდნენ როგორც თანაგუნდელები, რომლებმაც 25 ქულიანი ტრიპლ დაბლი მიითვალეს.
იოკიჩმა გუნდს 35 ქულა, 12 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა. უესტბრუქმა თავი 25 ქულით, 11 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. “ნაგეტსის” დუეტისთვის მსგავსი სტატისტიკა რიგით მეორეა სეზონში.
სტუმართა მხრიდან კეონ ჯონსონმა 22 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა.
ამრიგად, “დენვერი” 22 გამარჯვებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, 13 იანვარს კი კაირი ირვინგისა და ლუკა დონჩიჩის გარეშე დარჩენილ “დალას მავერიკსს” ესტუმრება.
რაც შეეხება “ბრუკლინ ნეტსს” 13 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 13 იანვარს “იუტა ჯაზს” სოლტ ლეიკში დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში