ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა

ფოტო: NASA/James Blair
NASA-ს ისტორიული მისია წარმატებით დასრულდა!
2026 წლის 11 აპრილს, თბილისის დროით 04:08-ისთვის, ხომალდმა Orion-მა წყნარ ოკეანეში, სან-დიეგოს სანაპიროსთან, რბილი დაშვება განახორციელა — 50-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ადამიანმა მთვარეს შემოუარა და შინ მშვიდობით დაბრუნდა.
ეს ოთხმა ასტრონავტმა შეძლო: რიდ ვაისმანმა, ქრისტინა კოხმა, ვიქტორ გლოვერმა და ჯერემი ჰანსენმა. მთვარის შემოვლის დროს დაამყარეს რეკორდიც და დედამიწას 406 771 კილომეტრით დაშორდნენ.
ხომალდი დედამიწას თავისუფალი დაბრუნების ტრაექტორიით, ანუ მთვარის გრავიტაციის დახმარებით, დაუბრუნდა. მისიის მე-10 დღეს Orion თავისი ეკიპაჟით 40 234 კმ/სთ სიჩქარით შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში. ეს ეკიპაჟიანი მისიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შემოსვლაა, რაც კი ოდესმე უცდიათ.
დაშვების შემდეგ ასტრონავტებს -ის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა და NASA-ს სამაშველო ჯგუფმა მიაკითხა, რათა ისინი კაფსულიდან ამოეყვანათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ასტრონავტები სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მიჰყავთ, რათა მათი მდგომარეობა სამედიცინო პერსონალმა უფრო საფუძვლიანად შეაფასოს. ამის შემდეგ მათ ნაპირზე წამოიყვანენ და ჰიუსტონში, NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, დააბრუნებენ.
Artemis 2 დასრულდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. Artemis 3, მომდევნო ეკიპაჟიანი მისია, 2027 წლისთვის იგეგმება. მის ფარგლებში კოსმოსური ხომალდების შეხვედრასა და შეპირაპირებას გამოცდიან დედამიწის ორბიტაში. თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდება, NASA სხვა მისიის, Artemis 4-ის, ფარგლებში მთვარის სამხრეთ პოლუსზე დადგამს ფეხს 2028 წლის ბოლოს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო აქ ბაზის აშენებასაც დაიწყებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა2945 ნახვა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები1958 ნახვა
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?1171 ნახვა
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ1030 ნახვა
“თითქმის მივედით” — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ770 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
კოსმოსი
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
Sci-Tech
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
კოსმოსი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი

როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო -მ გამორჩეულად შეცვალა
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო -მ გამორჩეულად შეცვალა
გადახედვა
ტექნოლოგიები
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?