ისტორიული კინო “რუსთაველის” შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დღეიდან არაბული სამშენებლო კომპანია Eagle Hills იფუნქციონირებს

ისტორიული კინო “რუსთაველის” შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დღეიდან არაბული სამშენებლო კომპანია Eagle Hills იფუნქციონირებს.
სამშენებლო კომპანიის ოფისი “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, მ და “ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა Eagle Hills-ის დამფუძნებელთან, მოჰამედ ალი ალაბარისთან ერთად გახსნეს.
“დღეს ჩვენი დედაქალაქის ცენტრში, ისტორიული შენობის პირველ სართულზე ვხსნით ემაარ ჯგუფის პროექტის, Eagle Hills საქართველოს საპრეზენტაციო სივრცეს, რომელიც გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაციაზე.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია საქართველოში ორი პროექტის განხორციელებას გეგმავს – თბილისში, კრწანისის რაიონში და ს სიახლოვეს, გონიოს ტერიტორიაზე. ორივე ეს სივრცე რეკრეაციული და ტურისტული დანიშნულების იქნება. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დაგეგმილი პროექტებში Eagle Hills 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კინო “რუსთაველი” 1939 წელს აშენდა, ხოლო 1988 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კინოთეატრმა ფუნქციონირება რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა და შენობა გაიყიდა.