სულ რამდენიმე დღე დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენამდე, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ექვსი ერის 24-გზის ჩემპიონს, ირლანდიას დაუპირისპირდება. ეს მატჩი არა მხოლოდ სპორტული სანახაობა იქნება, არამედ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქართული რაგბისთვის, რათა დაამტკიცოს თავისი ადგილი მსოფლიო ელიტაში.
თამაშის მოლოდინი უპრეცედენტოა. გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ამ დაპირისპირებას, რადგანაც იგი უდიდეს შესაძლებლობას იძლევა, ჩვენმა ბიჭებმა თავიანთი ძალა მსოფლიოს გააცნონ. „ბორჯღალოსანი“ ცენტურიონი, ალექსანდრე თოდუა აღნიშნავს: „5 ივლისს გულშემატკივრით სავსე სტადიონი, ხარისხიანი რაგბი და ცოტა იღბალი – ეს არის ჩვენი გამარჯვების ფორმულა. ამ თამაშით უნდა დავანახოთ სარაგბო სამყაროს, რომ გვაქვს პოტენციალი ვიყოთ Tier 1 – ის გუნდი.” ეს სიტყვები ზუსტად ასახავს იმ შემართებასა და მიზანს, რაც ნაკრებს ამოძრავებს.
მატჩის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო აჟიოტაჟი ელის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიხეილ მესხის გარე ტერიტორიაზე, ვაკის პარკის მიმდებარედ, ტრადიციულად მოეწყობა „ფანზონა“, სადაც ყველა რაგბის გულშემატკივარს დახვდება ისეთი აქტივობები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვან გართობას, გემრიელ კერძებსა და სასმელებს, ასევე, რაგბის ნაკრების ოფიციალურ საგულშემატკივრო ატრიბუტიკას.
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და მოდი, ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები!
ბილეთების ლინკი : https://tkt.ge/event/481468/ragbi-saqartvelo-irlandia
R
“ბორჯღალოსნები” | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
“ბორჯღალოსნები” | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
