იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო რუსული ბოროტების შეკავებაზე ფიქრობს, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მზად არის, ამ ბოროტების იმპერიასთან ყველაფრის დათმობის პოლიტიკას მიმართოს. მაშინაც კი როცა რუსი ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეებს კლავენ ან იტაცებენ. თუმცა არა მხოლოდ მიმდინარე რუსული ოკუპაციის ინგორირებას ახდენს ხელისუფლება, არამედ, როგორც ჩანს, პროპაგანდისტული საცეცები უკვე წარსულსაც გადასწვდა.
ბოლო თვეებია გაურკვეველი მიზეზებით საბჭოთა არქივები დაიხურა და მკვლევრებსაც აღარ აქვთ საშუალება, იმუშაონ საარქივო მასალებთან, რომლებიც ასე უხვად ინახავს რუსული ოკუპაციას სისხლიან კვალს. უსასტიკესი საბჭოთა რეპრესიების შესახებ ობიექტური ინფორმაციის არარსებობა კი ამ წარსულის შესახებ მცდარი მოსაზრებების გავრცელებას უწყობს ხელს. რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ისევ ოკუპანტი ქვეყნის წისქვილზე ასხამს წყალს.