ისტორიის დასასრული – ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება

ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საგა სრულდება. ჟურნალისტ იაგიზ საბუნჩუოღლუს ინფორმაციით, დღეს თურქეთის დროის 21:30 საათზე ვიქტორ ოსიმენი სტამბულში ჩაფრინდება.
ნიგერიელს სავარაუდოდ დიდებულ დახვედრას მოუწყობენ და მისი წარდგენა 2 აგვისტოს “ლაციოსთან” ამხანაგური მატჩის წინ მოხდება.
თურქები “ნაპოლის” 75 მილიონ ევროს გადაუხდიან და აფრიკელს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. Il Mattino წერს, რომ ოსიმენმა სტამბოლელებისგან საბოლოოდ ის პირობები მიიღო, რასაც საუდის არაბეთში სთავაზობდნენ. მისი ხელფასი დაახლოებით 15 მილიონი ევრო იქნება, რასაც გოლებსა და ასისტებზე საბონუსე სისტემაც დაემატება. ის ასევე დაიწყებს საკუთარი იმიჯის მართვას, რომელსაც იტალიური სააგენტო ჩაიბარებს.
A Spor გვამცნობს იმასაც, რომ ოსიმენს თურქეთში დიდებული ცხოვრება ექნება და მისთვის “გალათასარაის” წარმომადგენლებმა სტამბოლის ქემერბურგაზის რაიონში დიდი ვილა უკვე უზრუნველყვეს. მისი სახლი “გალათასარაის” კიდევ ერთი ვარსკვლავის მაურო იკარდის სახლთან ახლოს იქნება.
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის “სპორტინგმა” გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
“ნაპოლიმ” 28 წლის სერბი მეკარის დამატების შესახებ გვაუწყა
ოსიმენი საბოლოოდ გადავიდა “გალათასარაიში” – ოფიციალური გამოცხადებაღა დარჩა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში – ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
“თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!” – ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და “გალათასარაი” გამოისყიდის
დონარუმა და ოსიმენი ერთ გუნდში – ნუთუ ეს შესაძლებელია?
“ვფიქრობ, “ინტერი” ამ გუნდებზე უკანაა” – ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
განშორება ახლოვდება – “გალათასარაი” ოსიმენს “ნაპოლისგან” გამოისყიდის
“100 მილიონი დახარჯეს, მაგრამ ეს ფეხბურთელი აუცილებლად უნდა იყიდონ” – ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა
ნაპოლიმ სერია B-ს “კატანძაროს” მინიმალური ანგარიშით მოუგო