ისტორია დაიწერა – თბილისის “დინამომ” მხოლოდ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით ითამაშა

ისტორია დაიწერა – დღევანდელ სამატჩო განაცხადში მოხვედრილი 19-ვე ფეხბურთელი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. ასეთი შემთხვევა საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველად დაფიქსირდა
გუშინ “დინამო არენაზე” ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქელებმა წყალტუბოს “სამგურალი” 2:1 დაამარცხეს.
შეხვედრაში აღსანიშნავი, იშვიათი და გამოსარჩევი ფაქტი დაფიქსირდა – არამარტო საქართველოს ჩემპიონატის, არამედ საერთოდ საფეხბურთო დღევანდელობაში. გუშინ “ლურჯ-თეთრების” სამატჩო განაცხადი მთლიანად “დინამოს” აკადემიის აღზრდილებისგან შედგებოდა.
დასრულებულ მატჩში 6 “დინამოს” აკადემიის აღზრდილის დებიუტი შედგა – ნიკა ჩიქოვანმა, გელა სადღობელაშვილმა, ოთარ აფციაურმა, ლუკა წულაიამ, თემო ოდიკაძემ და საბა ახალკაცმა
პირველი წუთები გაატარეს მინდორზე “დინამოს” მთავარი გუნდის მაისურით.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში