ისტორიაში პირველად, ქართველი მომღერალი ამერიკული მუსიკალური შოუს” The Voice” ნახევარფინალშია

ისტორიაში პირველად, ქართველი მომღერალი ამერიკული მუსიკალური შოუს “The Voice” ნახევარფინალში გადავიდა. საგზურისთვის პროექტის 12 მონაწილე იბრძოდა, საბოლოოდ კი მათგან მხოლოდ 8 შეირჩა.
ნინი ბრეგვაძემ სასცენო სახელით “Nini Iris” ჟიურის და მაყურებლის აღფრთოვანება ინგლისური როკ-ჯგუფის, The cure-ს სიმღერით “Lovesong” შეძლო და შესაბამისად, ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. აისრულებს თუ არა ქართველი მომღერალი თავის ამერიკულ ოცნებას ბოლომდე და გახდება თუ არა ამერიკული The Voice-ს ფინალისტი, ეს 11 დეკემბერს გაირკვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“