ისტორიაში პირველად სომხეთმა გაეროში ხმა მისცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციას

2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „დან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათ შორის პირველად დაუჭირა მხარი სომხეთმა. 9 ქვეყანამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 52 ქვეყანა კენჭისყრას არ ესწრებოდა.
აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
„78-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”, მხარდაჭერის აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 103 ხმით. რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით.
დიდი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის,” – წერს ილია დარჩიაშვილი X- ის პირად გვერდზე.