ისტორიაში პირველად რუსეთის წარმომადგენელი UNESCO-ს აღმასრულებელ კომიტეტში არ აირჩიეს

ისტორიაში პირველად ს წარმომადგენელი გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO-ს) აღმასრულებელ კომიტეტში არ აირჩიეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
For the first time in history, Russia has been ousted from the UNESCO Executive Board. The era of Russian influence is over, and rightly so: Russian terrorists have no place at the head of significant international bodies. Russia’s international role will only continue to weaken.— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 15, 2023
“რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს სამართლიანია. რუსი ტერორისტების ადგილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სათავეში არ არის. რუსეთის საერთაშორისო როლი შემდგომში კიდევ უფრო დასუსტდება”. – წერს ზელენსკი.
იუნესკოს აღმასრულებელი საბჭო ორგანიზაციის სამი ძირითადი ორგანოდან ერთ-ერთია(დანარჩენი ორი ორგანოა: გენერალური კონფერენცია და სენატი), რომელიც ბიუჯეტსა და საპროგრამო საქმიანობას განაგებს.
საბჭო 58 წევრისგან შედგება, რომელსაც გენერალური კონფერენცია ირჩევს. საბჭოს წევრებს რეგიონების მიხედვით, ხმათა უმრავლესობით ირჩევენ.
რუსეთი შედიოდა რეგიონში აღმოსავლეთი ევროპა, რომლის წევრებად სერბიის, ალბანეთის, სა და ჩეხეთის წარმომადგენლები აირჩიეს.
9 ნოემბერს რუსეთის წარმომადგენელი ასევე არ აირჩიეს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წევრად, ასეთი რამ ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა.