ისტორიაში პირველად პარასთრონგმენში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

7-8 თებერვალს, წყალტუბოს სპორტის სასახლეში, ისტორიაში პირველად ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი პარასთრონგმენთა შორის, სადაც ძირითადად საქართველოს პარაძალოსნობის და პარამკლავჭიდის ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ.
სპორტსმენები ერთმანეთს სამ მოძრაობაში შეეჯიბრნენ: წოლჭიმი მორით, ჰანტელის აწევა რაოდენობაზე და გირის ფრონტალური დაჭერა დროის გარეშე.
-90 კგ და +90 კგ კატეგორიაში გამოვლენილი ჩემპიონები და პრიზიორები მაისში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის პარასთროგმენის ჩემპიონატში, რომელიც საქართველოში გაიმართება.
ქვეყნის პირველი ჩემპიონები ხაშურელი გიორგი დურგლიშვილი და თბილისელი დავით ქობალია გახდნენ.
🏆-90 კგ
🥇 გიორგი დურგლიშვილი (ხაშური)
🥈 ზურაბ ბუცხრიკიძე (თერჯოლა)
🥉 გიორგი ახალაძე (ქუთაისი)
🏆 +90 კგ
🥇 დავით ქობალია (თბილისი)
🥈 მერაბ ლომიძე (თბილისი)
🥉 ვარლამ გურჩიანი (თბილისი)

ასევე დაგაინტერესებთ