“ისტორიაში თვალთმაქცობის ერთ-ერთი უდიდესი შოუს მოწმენი გავხდით”, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლიორ ჰაიატმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სამხრეთ აფრიკამ ჰააგაში ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის საქმე წარმოადგინა. ჰაიატმა სამხრეთ აფრიკელ იურისტებს ჰამასის წარმომადგენლები უწოდა.
“დღეს ჩვენ გავხდით ისტორიაში თვალთმაქცობის ერთ-ერთი უდიდესი შოუს მოწმენი, რომელსაც დაემატა ცრუ და უსაფუძვლო პრეტენზიების სერია. სამხრეთ აფრიკამ, რომელიც ფუნქციონირებს ტერორისტული ორგანიზაციის “ჰამასის” ლეგალურ მკლავად, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მთლიანად დაამახინჯა რეალობა ღაზაში და სრულიად უგულებელყო ის ფაქტი, რომ ჰამასის ტერორისტებმა ისრაელში შეღწევის შემდეგ, მოკლეს, დახვრიტეს, აწამეს, გააუპატიურეს და გაიტაცეს ისრაელის მოქალაქეები. უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ისრაელელები იყვნენ, გენოციდის განხორციელების მცდელობაში. სამხრეთ აფრიკა ცდილობს დაუშვას ჰამასი დაუბრუნდეს ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ და სექსუალური დანაშაულების ჩადენას, რომლებიც ჩაიდინა არაერთხელ 7 ოქტომბერს, როგორც მისმა ლიდერებმა განაცხადეს. ჰამასის წარმომადგენლები სასამართლოში, სამხრეთ აფრიკელი იურისტები, ასევე იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ ჰამასი იყენებს ღაზას მშვიდ მოსახლეობას ადამიანურ ფარად და მოქმედებს საავადმყოფოებთან, სკოლებთან, გაეროს თავშესაფრებთან, მეჩეთებთან და ეკლესიებთან, რათა საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლეს. ღაზას სექტორის მცხოვრებლებს. ჰამასის ტყვეობაში 136 მძევალია, წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან და სამედიცინო დახმარებაზე უარი ეთქვათ. ისრაელის სახელმწიფო გააგრძელებს თავისი მოქალაქეების დაცვას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, განასხვავებს ჰამასის ტერორისტებსა და სამოქალაქო მოსახლეობას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაათავისუფლოს ყველა მძევალი და გაანადგუროს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, რასისტული და ანტისემიტური ტერორისტული ორგანიზაცია. რომელიც თავის კონვენციაში მოითხოვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას და ებრაელების მკვლელობას.” – წერს ჰაიტი.
Today we were witness to one of the greatest shows of hypocrisy in history, compounded by a series of false and baseless claims.
South Africa, which is functioning as the legal arm of the Hamas terrorist organization, utterly distorted the reality in Gaza following the October 7… pic.twitter.com/82EfD9WeuF— Lior Haiat 🇮🇱 (@LiorHaiat) January 11, 2024