ისრაელ-“ჰამასის” ომი | ბლინკენის ვიზიტი საომარ ზონაში – ბოლო ცნობები

“ჰამასის” თავდასხმიდან სამი თვის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისევ ისრაელშია. თელ-ავივში ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ჩავიდა. ეს მისი მეოთხე ვიზიტია ისტაელზე სასტიკი და მასშტაბური შეტევის შემდეგ. ოფიციალური ვაშინგტონი მოკავშირეებთან ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას, იმისათვის, რომ სისხლისმღველი ომი ისრაელში რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს. თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნის პრემიერი ნეთანიათუ არ გამორიცხავს, რომ საომარი მოქმედებები გახანგრძლივდეს. ს პოზიცია კვლავ უცვლელია. მიზანი “ჰამასის” საბოლოო განადგურებაა.