ისრაელ-ჰამასის ომის შედეგად ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს – Reuters

ისრაელ-ჰამასის ომის შედეგად ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს – Reuters
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის შედეგად ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს, – ამის შესახებ „როიტერი“ ევროპული უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, ყველაზე დიდი საფრთხე, სავარაუდოდ, მომდინარეობს ინდივიდუალურად მოქმედი თავდამსხმელებისგან, რომელთა კვალის აღმოჩენა და თვალყურის დევნება ძალიან რთულია.
ამრიგად, 10-ზე მეტმა დაზვერვის სააგენტომ და პოლიციელებმა ევროპის ხუთ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, განუცხადა გამოცემას, რომ ისინი აძლიერებენ ისლამისტ ბოევიკებს თვალთვალს.
რადიკალი ისლამისტებისგან მომდინარე საფრთხეზე მუშაობა კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება, ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში, რაც დან, ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე საფრთხეებმა გამოიწვია.
ევროპის უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნებმა განაცხადებს, რომ რადიკალი ისლამისტებისგან მომდინარე საფრთხეზე მუშაობა კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება, ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში, რაც რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე საფრთხეებმა გამოიწვია.
თავის მხრივ, გერმანული წყარომ სადაზვერვო სამსახურებზე მითითებით იტყობინება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხე ყველაზე მაღალია გერმანიის უახლეს ისტორიაში, საშიშროება მოდის ისლამისტი ბოევიკებისგან, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებისა და რუსეთის მხრიდან.
მედია წერს, რომ გასულ თვეში საფრანგეთსა და ბელგიაში ისლამისტი ბოევიკების თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.