ისრაელ კაცი ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებს – თუ ირანი თავს დაგვესხმება, ველით, რომ კოალიცია შეუერთდება ისრაელს არა მხოლოდ თავდაცვაში, არამედ თავდასხმაში

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან, სტეფან სეჟურნესა და დევიდ ლამისთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, ირანზე შეტევაში მხარდაჭერას ელის იმ შემთხვევაში, თუ ის ისრაელს თავს დაესხმება.
„თუ ირანი თავს დაგვესხმება, ველით, რომ კოალიცია შეუერთდება ისრაელს არა მხოლოდ თავდაცვაში, არამედ ირანში მნიშვნელოვან სამიზნეებზე თავდასხმაში“, – განუცხადა კაციმ თავის ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებს, რომლებიც ისრაელში ვიზიტით იმყოფებიან.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელ კაცმა ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელი მძევლების გათავისუფლების შეთანხმებისთვის მზადაა, მაგრამ „ჰამასი“, ირანის თავდასხმის მოლოდინში, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების დროს მოთხოვნებს გაამკაცრებს.

ასევე დაგაინტერესებთ