ისრაელ კაცი – თავდაცვის ძალებს, ირანის რეჟიმის დესტაბილიზაციის მიზნით, თეირანში სამიზნეებზე დარტყმების გაძლიერება დავავალე

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებს დაავალა, თეირანში სამიზნეებზე დარტყმები გააძლიერონ, რათა ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
„ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რეჟიმის ყველა სიმბოლოს და მისი ჩაგვრის მექანიზმებს, როგორიცაა ბასიჯი [ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში შემავალი შეიარაღებული დაჯგუფება], ასევე რეჟიმის ძალაუფლების ბაზას, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელმა უნდა განახორციელოს მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია თეირანიდან, რეჟიმის დესტაბილიზაციისა და ისრაელის შიდა ფრონტზე რაკეტების გაშვების საპასუხოდ შეკავების ძალის გაზრდის მიზნით.
„ისრაელმა, ამავდროულად, უნდა განაგრძოს ობიექტებისა და მეცნიერების დაბომბვა ირანის ბირთვული პროგრამის ჩაშლის მიზნით, სანამ ოპერაციის ყველა მიზანი სრულად არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)