ისრაელ კაცი – ევროკავშირის ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მივესალმები – ირანის შეჩერება ახლავე უნდა მოხდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა.
„ევროკავშირის ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მივესალმები. ეს გველის გასანეიტრალებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ირანის შეჩერება ახლავე უნდა მოხდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის“, – წერს ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი X-ზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე ორდღიან სამიტზე ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე