ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელმა აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია მისი ბუნკერში დამალვის გამო ვერ მოახერხა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანთან 12-დღიანი კონფლიქტის დროს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას ცდილობდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჩვენი თვალთახედვის არეალში რომ ყოფილიყო, ჩვენ მას გავანადგურებდით“, – განუცხადა კაცმა Channel 13-ს და დასძინა, რომ „ბევრს ეძებდა“ ხამენეის, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ გაჩენილა.
მისი თქმით, ისრაელმა აიათოლა ალი ხამენეის პოვნა ბუნკერში დამალვის შემდეგ ვერ შეძლო.
„ხამენეი ამას მიხვდა და ძალიან ღრმად ჩავიდა მიწის ქვეშ, გაწყვიტა კავშირი მეთაურებთან. ამიტომ, საბოლოოდ, ეს [მისი ლიკვიდაცია] არარეალური იყო“, – განუცხადა კაცმა კანს.
კითხვაზე, ითხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკის თანხმობა ასეთი ქმედებისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა: „ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ გვჭირდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა