ისრაელ-ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების ახალი ეტაპი გარდაუვალია – The New York Times

ისრაელ-ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების ახალი ეტაპი გარდაუვალია, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times ს მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო დაპირისპირების მიზეზი კვლავ ირანიდან მომდინარე ბირთვული საფრთხე გახდება. მათი ცნობით, ირანმა თავისი გამდიდრებული ურანის მარაგები უკვე გადაიტანა უსაფრთხო ადგილზე და ახლა შემდეგი სამუშაოებისთვის ემზადება. გარდა ამისა, ს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიერ განადგურებული ბალისტიკური რაკეტების მარაგის შევსება დაიწყო.

ისრაელის მთავრობის წყარო ამბობს, რომ ახალი დაპირისპირება ბევრად უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს ზაფხულში იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი შეეცდება ირანში არსებული რეჟიმი დაამხოს, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე