ბათუმში მდებარე სასტუმრო Colloseum Marina ზაფხულის ტურისტულ სეზონს 80%-იანი დატვირთულობით შეხვდა, თუმცა დამსვენებელთა აქტივობა ისრაელ-ირანის ომის პერიოდში შემცირდა – ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროს დირექტორმა, ნიკო შეყლაშვილმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, უცხოელი სეგმენტიდან Colloseum Marina-ში ძირითადად ისრაელის მოქალაქეები ჭარბობდნენ, რამაც ჯავშნებზე გავლენა იქონია.
რაც შეეხება სასტუმროს ძირითად დამსვენებლებს, მათი დაახლოებით 60%, შეყლაშვილის განმარტებით, ადგილობრივები არიან.
