ისრაელში, Microsoft-ის ოფისებთან ახლოს ხანძარია

ისრაელის ქალაქ ბეერ შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსებთან დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი დაიწვა. დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც.
CNN-ის ცნობით, დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ბეერ-შევაში, Microsoft-ის ოფისის მახლობლად.