ისრაელში ჰეზბოლას იერიშისას დაღუპული მოზარდების დაკრძალვაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა

მაჯდალ შამსში 27 ივლისს ჰეზბოლას მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული 12 მოზარდის დაკრძალვაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. დაღუპულები ძირითადად 12-20 წლის მოზარდები არიან.
ს პრემიერმინისტრის, ს თქმით, ჰეზბოლა მომხდარისთვის უპრეცედენტოდ მძიმე საზღაურს გადაიხდის.
თავდასხმას გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგიც და დაწერა, რომ ისრაელი საკუთარ მოქალაქეებსა და სუვერენიტეტს მტკიცედ დაიცავს.
“მსოფლიო აღარ უნდა იყოს ჩუმად [ჰასან] ნასრალას ტერორისტულ აქტებზე, რომლებიც ირანის ბოროტების იმპერიის დავალებით ხორციელდება. ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ დაიცავს თავის მოქალაქეებს და სუვერენიტეტს”. – წერს ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი X-ზე.
ტრაგედიას მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებაც. თეთრმა სახლმა მომხდარი დაგმო და ისრაელს ჰეზბოლასა და ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოსეფ ბორელის თქმით, მომხდარზე საჭიროა, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს.
მოხდარს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკიც და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
“შემზარავია, რომ მოკლეს ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებსაც უბრალოდ ფეხბურთის თამაში სურდათ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს” – წერს ბერბოკი X-ზე.
ისრაელური მედიის ცნობით, საფედში მდებარე საავადმყოფოში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებული 3 ბავშვი რჩება. 11, 12 და 14 წლის ბავშვების მდგომარეობა მძიმეა.
ჰეზბოლას მიერ ისრაელზე ლიბანიდან მიტანილ იერიშს დრუზების (ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა) დასახლება მაჯდალ შამსში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები ძირითადად 12-20 წლის მოზარდები არიან.
რაკეტა მოედნის მახლობლად ჩამოვარდა. განგაშის სიგნალი გვიან ჩაირთო და მოზარდებმა გაქცევა ვერ მოასწრეს. კიდევ რამდენიმე ათეული მოზარდი აფეთქების შედეგად დაშავდა.