ისრაელში, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის ორი წლის თავზე, ნოვას ფესტივალის ჩატარების ადგილას ასობით ადამიანი იკრიბება

ისრაელში, რეიმის მახლობლად, ნოვას ფესტივალის ჩატარების ადგილას, 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის მეორე წლისთავზე, ასობით ადამიანი იკრიბება.
გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, ცერემონია ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს, გამთენიისას, ღაზას საზღვართან მდებარე რეიმის რაიონში, ნოვას მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას „ჰამასის“ წევრები ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თავდასხმის შედეგად 378 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი მძევლად აიყვანეს და ღაზას ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”