ისრაელში ღაზის ომის დაწყებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ათეულ ათასობით დემონსტრანტი გავიდა იერუსალიმის ქუჩებში 31 მარტს.
ეს იყო ოქტომბერში ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია. დემონსტრანტებმა მთავრობას მოუწოდეს, მიაღწიოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა მოხდეს (-ში და ევროპის კავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ჰამასის მიერ დაკავებული ათეულობით მძევლის განთავისუფლება და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
ს საზოგადოება გაერთიანებული იყო 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასი თავს დაესხა სამხრეთ ისრაელს, 1200 პირი მოკლა და 240 მძევალი წაიყვანა.
თითქმის ექვსთვიანმა კონფლიქტმა კვლავ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა პრემიერ-მინისტრ ს მმართველობის გარშემო, თუმცა ისრაელის საზოგადოება ძირითადად ომს ემხრობა.
ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ მოსპობდა ჰამასს და მძევლებს შინ დააბრუნებდა, მაგრამ ეს მიზნები განუხორციელებელია.
ჰამასმა დიდი დანაკლისი ნახა, მაგრამ მთლიანობაში მოქმედი დარჩა.
მძევლების დაახლოებით ნახევარი გაათავისუფლეს ნოემბერში ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ მას მერე, საერთაშორისო შუამავლების მცდელობა, გათავისუფლდნენ დანარჩენი მძევლები, წარუმატებელია.
31 მარტს განახლდა მოლაპარაკება კაიროში, სადაც ისრაელის დელეგაცია ჩავიდა, მაგრამ არ არის ნიშანი იმისა, რომ წინსვლა იქნება. მძევლების ოჯახები თვლიან, რომ დრო გადის და სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავენ ნეთანიაჰუს მიმართ უკმაყოფილებას.
ნეთანიაჰუს მიმართ აღძრულია სასამართლო საქმეები კორუფციის ბრალდებით და მისი ოპონენტები თვლიან, რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გადარჩენას უფრო ემსახურება, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებს.