ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.
„შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813;
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ს მოსახლეობას“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.