ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა – რა ინფორმაცია ვრცელდება

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შენობა არ დაზიანებულა და საელჩო მუშაობას განაგრძობს.
„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.
დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.
განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/ https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7: +972 3 609 3206“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)