ისრაელში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, შენობა არ დაზიანებულა, საელჩო განაგრძობს მუშაობას

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შენობა არ დაზიანებულა და საელჩო მუშაობას განაგრძობს.
„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
დღეს იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.
დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.
განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/; https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE.
საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7: +972 3 609 3206“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…