ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა – ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ზაზა კანდელაკს შორის შეხვედრა გაიმართა.
“შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს” – წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ზაზა კანდელაკმა ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ლაშა ჟვანია შეცვალა.