ისრაელში სამი ავტობუსში აფეთქდა, ორში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს – პოლიცია სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმაზე საუბრობს

ისრაელის ქალაქებში, ბათ-იამსა და ხოლონში, ავტოსადგომებზე სამი ავტობუსი აფეთქდა. აფეთქების დროს ავტობუსებში არავინ იმყოფებოდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ გაანეიტრალეს ორი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტობუსებში. მედიის ცნობით, ეს მოწყობილობები ჰოლონში აღმოაჩინეს და თითოეულში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ეჭვმიტანილების ძებნა.
პრემიერ-მინისტრ ს ოფისის ცნობით, პრემიერი მუდმივ განახლებებს იღებს სიტუაციის შესახებ და მან ს თავდაცვის ძალებს „დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული უჯრედის წინააღმდეგ მასიური ოპერაციის განხორციელება დაავალა“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება